ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ალექსანდრე დარახველიძე: უვადო ბინადრობები პირდაპირ აღარ გაიცემა 07.09.2026 20:55

 

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

როგორც დარახველიძემ განაცხადა, უვადო ბინადრობები პირდაპირ აღარ გაიცემა.

„შემოდის სპეციალური ნებართვის სახე, ეს არის საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობა, რომელიც შეიძლება მაქსიმუმ 5 წლის ვადით გაიცეს. თუ დადასტურდა, რომ ნამდვილი ქორწინებაა, ჯერ გაიცემა ერთწლიანი ნებართვა, შემდგომ 2-2 წლის ვადით კიდევ გადაიხედება ეს ფაქტი და 5 წლის განმავლობაში თუ შენარჩუნდა და ეს ქორწინება იქნება ნამდვილი, ამ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს მუდმივი ხასიათის ბინადრობის ნებართვა.

​გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით პროცესს, რომელიც არის ცოცხალი პროცესი. იცით, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა და არაერთი უცხოელი ჩამოდის, შესაბამისად, ჩვენ, ყველა იმ ნაწილს, სადაც კი არსებობს, რომ უკანონო მიგრაცია გაიზარდოს, რა თქმა უნდა, დროულად ჩარევას ვაკეთებთ", - აღნიშნა დარახველიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ