კვირა, 6 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ლევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა - ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები 06.09.2026 22:58

„რა თქმა უნდა არავის სჯერა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ნარატივს შემდეგ იყენებენ ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია დეკანოიძე და მსგავსი აგენტურის წარმომადგენლები", - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ჩნდება ლოგიკური დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი სინქრონში ხორციელდება და ორკესტრირებულია.

„მტკიცებით ფორმაში რთულია საუბარი, თუმცა ლოგიკა აქაც გვკარნახობს იმას, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ინფორმაცია ამ ახალ ბრალთან დაკავშირებით, რომელიც მას წარედგინა თუ არ ვცდები რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც პირველი წერილი გამოაქვეყნა და მან ამით თავის გადაზღვევა ჩაიფიქრა და სწორედ ამიტომ იყო პოლიტიზება ამ სამართლებრივი საკითხის, პირველი წერილიდან გამომდინარე.

ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც გუნდის ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ მეთოდებზე გადადის, რომელიც ნამდვილად არ ეკადრებოდა და რომ არ მცოდნოდა, რომ ამ წერილების ავტორი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, ვიფიქრებდი, რომ ელისო კილაძის დონეზე დაწერილი წერილები იყო", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას - რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ