კვირა, 6 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ნიკა გვარამია: ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის 06.09.2026 17:40

 

ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან" სატელეფონო საუბარში ნიკა გვარამიამ.

პარტია „ახალის" ლიდერი წითლიძის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ანა წითლიძე რას ამბობს, საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის. ანუ, არაფორმალური მმართველი ჰყავდა „ნაცმოძრაობას"?.. რა თქმა უნდა, არ ვუპასუხებ, ვინაა ანა წითლიძე?!", - დასძინა გვარამიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა" ანა წითლიძემ პოდკასტში „მისმინე" ნიკა გვარამიასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ურთიერთობაზე ისაუბრა. „[ნიკა გვარამია] იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე", - განაცხადა წითლიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ