Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/banner_carusel.php on line 21
Geotimes - სიახლეები
შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი ქადაგიშვილი – ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის 05.09.2026 14:35

ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებას ჩადენილი დანაშაული არ მოუნანიებია და ეს ცოდვა მთელი პოლიტიკური ცხოვრება მიჰყვებათ.

 

„პარლამენტის შენობაში საგამოძიებო კომისია მუშაობდა, რომელიც ნიკა გვარამიას და მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს შეისწავლიდა. ვინც ამას თვალყურს ადევნებდა, მათთვის ნათელი იყო, თუ რა მეთოდებით, სისასტიკით და უნდობლობით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მოქალაქეებს, ბიზნესს. არ აქვს მნიშვნელობა, რა სფეროში მუშაობდი და მოღვაწეობდი, თუ მათი ინტერესების გამტარი არ იყავი შენზე მათი რეპრესიული აპარატი მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მათ ეს ყველაფერი არ მოუნანიებიათ, ერთხელაც არ უთქვამთ, რომ ეს იყო ქართველი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ამიტომ ეს მოუნანიებელი ცოდვა მთელი მათი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ.

 

ყოველთვის, როდესაც ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში შედიან, რომელიც მათგან განსხვავებულია, სწორედ ამ რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით საუბრობენ. ქართველ ხალხს დიდი ხანია, მათი მუქარისა და მათი რეპრესიების აღარ ეშინია. რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის. დაოკდი უთხრას თავის ოჯახში თუ ვინმე ჰყავს დასაოკებელი და გარეთ ქალებზე ნუ ლაპარაკობს ასეთი ტერმინებით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოს და განაცხადა, რომ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მას ემუქრება.

 

„ნინო წილოსანს მივმართავ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ისე შეგაგულიანებ, ყველაფერი მოყვე, დაოკდი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს", - აცხადებს ნიკა გვარამია გავრცელებულ ვიდეოში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ