პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
GE EN RU
გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი – აღფრთოვანებული ვარ იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს, მსურს ქალთა და უმცირესობების უფლებების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება 04.09.2026 16:42

საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებით, აღფრთოვანებულია იმ კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.

 

მისი თქმით, საქართველოში აქტიური საქმიანობის გაგრძელება სურს ქალთა უფლებების, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.

 

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. სულ ახლახან დავიწყე ჩემი ოფისის მოწყობა. ინდოეთიდან, ჩემი წინა სამუშაო ადგილიდან სხვადასხვა ნივთი ჩამოვიტანე. მაგალითად, ულამაზესი ჩანთები, რომლებიც ძველი ინდური კაბებისგან (სარი) არის გადამუშავებული და შეკერილი. იქ აქტიურად ვიცავდი ქალების, გოგონების, უმცირესობების უფლებებს, ასევე მრავალფეროვნებისა და გარემოს დაცვის კუთხითაც ბევრს ვაკეთებდი. სწორედ ამ სფეროებში მსურს, აქაც განვაგრძო აქტიური საქმიანობა.

 

აღფრთოვანებული ვარ იმ კონტაქტებითა და კავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყნებსა და ადამიანებს შორის არსებობს. მაგალითად, კულტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ამ სფეროებშიც მსურს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ახლა მაინტერესებს ჩვენი რჩევები, თქვენ ხომ უკეთ ერკვევით - რა გავსინჯო საოცარი ქართული სამზარეულოდან? სად გავემგზავრო? მთებში, სვანეთში? თუ ბოლნისში, სადაც გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ? ან კიდევ სხვაგან? სიხარულით ველოდები თქვენგან გამოხმაურებას", - განაცხადა ბარბარა ფოსმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ