02.09.2026 21:36
საქართველოს მთავრობა „სურსათის მიწოდების ჯაჭვში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის აკრძალვის შესახებ" კანონპროექტის მომზადებას აპირებს.
აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ გეგმაში ცვლილებების შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებობს მოლაპარაკებითი ძალაუფლების არსებითი დისბალანსი.
„მყიდველები მიმწოდებლებს ცალმხრივად და უსამართლოდ უწესებენ პირობებს (გადახდების გადავადება, შეკვეთების დაგვიანებული გაუქმება, თაროზე განთავსების/მარკეტინგის ხარჯების დაკისრება და ა.შ.), რაც საფრთხეს უქმნის სასურსათო ჯაჭვის მდგრადობას. აუცილებელია სპეციალური საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც ამომწურავად ჩამოთვლის აბსოლუტურად აკრძალულ და პირობითად დასაშვებ სავაჭრო პრაქტიკებს. კანონპროექტი დაადგენს კანონის აღსრულებაზე უფლებამოსილ ორგანოს და მის უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობის ეფექტიან, პროპორციულ და პრევენციულ სისტემას", - ნათქვამია დოკუმენტში.
ავტორ(ებ)ი :