დავით მათიკაშვილი: უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს 01.09.2026 14:31

 

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.

მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიურიკრატები მათ მიმართ ატარებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო სხვა მოლოდინი ევრობიუროკრატიის მხრიდან, სახეზეა მოცემულობა, რომ უნგრეთის ახალი ხელისუფალი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ევრობიუროკრატია უნგრეთის მიმართ ატარებს.

ის საემიგრაციო, პოლიტიკა რაც ევროკავშირს გააჩნია სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თვითონ ევროკავშირისთვის არის უმძიმესი, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიანიშნებს ევროკავშირის პოლიტიკის წარუმატებლობას", - აღნიშნა მათიკაშვილმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკა

№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი უცვლელად აისახა „პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1178 ბრძანებაში, რომლის მიზანი იყო, პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე, არსებული კანონქვემდებარე აქტების ხელახლა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემა.

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ