ბევრი სამუშაო იქნება იმიტომ, რომ არის საკანონმდებლო აქტები, რომელიც გადამუშავებას მოითხოვს - თენგიზ შარმანაშვილი 01.09.2026 12:13

 

პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება. იწყება პირველი პლენარული სხდომა, რომელზეც რეგლამენტის თანახმად შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. მანამდე პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა, იმსჯელეს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე. გაკეთდა განცხადება, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, არაერთ რეფორმაზე იწყებს მუშაობას.

"ბევრი სამუშაო იქნება იმიტომ, რომ არის საკანონმდებლო აქტები, რომელიც გადამუშავებას მოითხოვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელსაც ჯერ კიდევ გილაშვილი აწერს ხელს, ერთადერთი აქტია საბჭოთა დროინდელი შემორჩენილი და რა თქმა უნდა, ის გარკვეულ გადამუშავებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე ვიმუშავებთ და იქნებ, ეს 30 წელზე მეტი ხნის ვალი, რაც ჩვენ საკანონმდებლო აქტების გვაქვს, დაიძლიოს და მივიღოთ ახალი რედაქცია.

მე მაინც ვთვლი, რომ იურიდიულ კომიტეტს ექნება ბევრი საქმე და შესაბამისად შემდეგ პარლამენტს მიაწვდის. ასევე მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვა ცოტა მოგვიანებით დაიწყება,"- აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ