ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან 31.08.2026 22:58

 

ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.

კირცხალია რადიკალების მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივად აფასებს.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ პროპორციულად ასახავს იმ პოლიტიკას, რომელიც მათ გააზრებულად აქვთ დაანონსებული და მას მიჰყვებიან.

„აფხაზი და ოსი დები და ძმები ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, არ უნდა დავიბრუნოთ ომით. მაგრამ, ომის პარტიას, უსამშობლოთა პარტიას და აგენტურას არა მხოლოდ ამ კუთხით, არამედ მათ ჰქონდათ დავალება ყველა საერთაშორისო მოვლენა, ცხელი წერტილი, რაც ჩვენს რეგიონში იყო, როგორმე ესკალაცია ჩვენს ქვეყანაში გადმოეტანათ.

ეს [განცხადებები] არის ბომბების წვიმის მონატრეთა რეაქციაა - თითოეული, რომელიც ეხება აფხაზეთს, სამაჩაბლოს, ყველა განცხადება, რომელიც მათი მხრიდან კეთდება, არის ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი და რატომ უნდა გაგვიკვირდეს იმ ძალისგან", - აღნიშნა კირცხალიამ.

მან აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით 2008 წლის მოვლენები გაიხსენა. ასევე, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადებაც.

„არ დაგვავიწყდეს მისი განცხადება. ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს, პირობითად, წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან და რაც მთავარია, არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა", - აღნიშნა კირცხალიამ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ