30.08.2026 16:49
„იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ გამოიყენეს ძალიან ცუდად და შემდეგ მიატოვეს, აღიარეს საკუთარი დანაშაული და პრეზიდენტმაც მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო აღიარებული დანაშაული - შეწყალებულად", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების შეწყალების შესახებ განაცხადა.
ხუნდაძის თქმით, ადამიანები მიხვდნენ, რომ სხვა სუბიექტების პოლიტიკური მიზნებისთვის იყვნენ გამოყენებულნი.
"მათი მიზანი, ვერ იქნა თავის დროზე მიღწეული, რომ მოეხდინათ გადატრიალება, რიგით მეოთხე თუ მეხუთე რევოლუცია, მაგრამ ეს მსხვერპლი, რომელიც მაშინ საკუთარი გუნდიდან გაიღეს, მათ სარგებელზე იყო მორგებული.
სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს, სიმართლეს ყოველთვის აქვს თავისი გაკვალული გზა.
იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ გამოიყენეს ძალიან ცუდად და შემდეგ მიატოვეს, აღიარეს საკუთარი დანაშაული და პრეზიდენტმაც მიიღო ისე, როგორც უნდა მიეღო აღიარებული დანაშაული - შეწყალებულად გამოაცხადა და ისინი დღეს, საბედნიეროდ, არიან თავისუფალნი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ავტორ(ებ)ი :