27.08.2026 19:44
დემოკრატიის გაქრობის პარალელურად, ჩვენ ვაკვირდებით სისხლიანი ბანდის დიდ მაფიოზურ გარჩევებს, რომლებსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში წერს, „მაფიის მმართველობა შიგნიდან იშლება და დასასრულს სწრაფად უახლოვდება".
"არარაობა მდინარაძის გაგდებით და მოსალოდნელი დაჭერით პროვინციელმა დიქტატორმა დაადასტურა, რომ თვითონ ივანიშვილი პირადად "აკაჩავებდა" ღარიბაშვილს.
მდინარაძემ არა მხოლოდ ღარიბაშვილის "მიჭირხვნის" ოპერაცია ჩააგდო, არამედ ჩააფლავა ჭორვილელის მთავარი დავალება, რომლის გამოც დანიშნეს დიქტატორის სუს-ის უფროსად. ვერ ამოიღო ფული ღარიბაშვილ-ლილუაშვილისგან, რომელთაც „ობშიაკის" ფული მოტეხეს. არა მხოლოდ არ ამოიღო, არამედ პატრონმა ფულის, მის უნებართვოდ აღებაში გამოიჭირა.
სასაცილოა ტერმინი "პოლიტიკიდან წავიდა". ეს სუბიექტები არ არიან პოლიტიკაში, ივანიშვილმა პოლიტიკა გააქრო. დემოკრატიის გაქრობის პარალელურად, ჩვენ ვაკვირდებით სისხლიანი ბანდის დიდ მაფიოზურ გარჩევებს, რომლებსაც პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ აქვს.
საერთოდ ივანიშვილმა ყველაფერი ჩაანაცვლა ერთი მთლიანი "სასამართლო პროცესებით", მკვლელობა-თვითმკვლელობის ამბებით და თავისი მაფიის შიდა ომით.
ერთი რამე კი მიკვირს, ხალხი ყავაზე ისე მკითხაობს, მოხსნის თუ არა ივანიშვილი კობახიძეს და ავიწყდება, რომ ივანიშვილი თვითონ გასაგდებია და ამაზე უნდა იფიქრონ.
ამ ყველაფერში კარგი ისაა, რომ მაფიის მმართველობა შიგნიდან იშლება და დასასრულს სწრაფად უახლოვდება",- წერს სააკაშვილი.
ავტორ(ებ)ი :