27.08.2026 18:05
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია, რომელსაც ერევანი, გაეროს ბიომრავალფეროვნების კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში, ოქტომბერში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე",- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :