ზელენსკი საქართველოს მადლობას უხდის: ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ურთიერთობების ქვაკუთხედია 26.08.2026 10:47

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და მის ხელმძღვანელობას უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ზელენსკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის ურთიერთობების ქვაკუთხედად რჩება.

 

"მადლიერი ვარ საქართველოსა და მისი ხელმძღვანელობის უკრაინის დამოუკიდებლობის დღის 35-ე წლისთავისადმი მილოცვისთვის. საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედად რჩება"- განცხადება ზელენსკიმ თავის ოფიციალურ X-ანგარიშზე გაავრცელა. 

 

 

წყარო: Volodymyr Zelenskyy

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ