25.08.2026 16:31
დეპუტატ ლევან მაჭავარიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის გარე ინტერესების სასარგებლოდ, ოპოზიციის, ენჯეოებისა და აქტივისტების მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს, შეფასებები კეთდება ოპოზიციაში.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ პროდასავლური ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ევროკავშირი, დგას ქართველი ხალხის მხარეს.
„ჩვენი ხალხი, ჩვენი პროდასავლური პოლიტიკური პარტიები იბრძვიან საქართველოს ინტერესებისათვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მეგობრები ხედავენ ამას, თუნდაც ბრიუსელში, თუნდაც ვაშინგტონში, თუნდაც ლონდონში, იმიტომ, რომ პროდასავლური ცივილიზებული სამყარო, მათ შორის ევროკავშირი, დგას ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მხარეს", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.
ავტორ(ებ)ი :