22.08.2026 15:13
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებsa და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მათი დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობაზე.
ამასთან, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების საშუალებებზე ისაუბრეს.
ავტორ(ებ)ი :