ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? 20.08.2026 19:08

იმდენად უსუსურია რეჟიმი, რომ „მადლობა ღარიბაშვილიც" კი „ეტლიკინება" ბიძინას - ხვდებით, როგორი სუსტია ფაქტობრივი მმართველი?!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

 

ხაბეიშვილის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის უპირისპირდება და ივანიშვილისკენ იშვერს ხელს, როცა ამბობს, რომ ოჯახის განადგურების ეშინია.

"ნუ გააუფასურებთ ღარიბაშვილის „შეტლიკინებას" და მათ შიგნით რღვევა-დაპირისპირებას...

 

რეალურად, ასეთი ყანყალი, „ჯაყჯაყი" და პატარა წამოყვირებები უნდა „წავახალისოთ".

 

მიკვირს, რომ გეცოტავათ ბიძინას „შვილობილის" განცხადება. რეალურად, ივანიშვილზე იშვერს ხელს, რომ მეშინია, ოჯახი არ გამინადგუროსო...

 

ამხილა, საქმეები როგორ ლაგდება - სასამართლოში კი არა, არამედ წერილობით, შემოთვლებით, ყაჩაღურად ხდება და სასამართლო, პროკურატურა შირმაა, არ არსებობსო...

 

„ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ.

 

რაც მეტი ამოთქვამს, ამხელს - იქნებ, ჩვენც ვმობილიზდეთ... ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

 

ნუ ვიგონებთ ბიძინას უძლეველობას! ეგ მითი მშიშარა პოლიტიკოსებმა შექმნეს, რომ თავიანთი უძლურება გადაფარონ.

 

სუსტია და თან როგორი სუსტი....", - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ