16.08.2026 13:42
მთავარია, ვინ არის ამ პარანოიის გამავრცელებელი. კვლავ იგივე ადამიანები, რომლებიც 2006-2008 წლებში კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას ასაწყობებდნენ, იმისთვის, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსებისა და სეპარატისტებისთვის. შემდგომ კი ამ იარაღით რუსებს უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხს და აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები მიმდინარეობს.
მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პერიოდში რუსულ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან გაფორმებული გარიგებების მასშტაბი დღეს მიმდინარე დისკუსიების ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.
მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს მიეწოდებათ ონკოლოგიური, კარდიოქირურგიული, პედიატრიული, დიაგნოსტიკური, რეანიმაციული და სხვა სახის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.
ქართველიშვილი ასევე საუბრობს პროგრამის ფინანსურ მხარეზე და აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მცხოვრები პირებისთვის სამედიცინო დახმარების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება.
„მილიონნახევარი ლარის ღირებულების საწვავი ჰუმანიტარული ტვირთის სახით შევიდა მათ შორის ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ აფხაზეთში და ამას მიეცა არმაგედონული ხასიათის შეფასება, რომლის შიზოფრენიულ შინაარსს ნუღა მომაყვანინებთ. მთავარია - ვინ არის ამ პარანოიას გამავრცელებელი. კვლავ იგივე მოღალატეები, რომლებიც 2006-2008 წ.წ. კოდორის ხეობაში საგანგებოდ გამოთხრილ და დაბეტონებულ სანგრებში ასაწყობებდნენ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას იმისთვის - რომ 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაებარებინათ ის რუსების და სეპარატისტების ხელში იმისთვის, რომ შემდგომ ამ იარაღით რუსებს - უკრაინელები გაენადგურებინათ. უკრაინული ჯოჯოხეთის აი ეს სისხლიანი სპონსორები დღეს ნიანგის ცრემლებს ღვრიან ღალატის თემაზე.
თუ შევაჯამებთ ყველა იმ საკვანძო ქართული ენერგეტიკული, სამრეწველო და ინფრასტრუქტურული აქტივის ღირებულებას, რომლებიც 2008-2012 წლების პერიოდისთვის რუსულ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს („ინტერ რაო", „გაზპრომი", „ვთბ", „ალფა-ჯგუფი", „GeoProMining" და სხვ.) გადასცეს ამ მოღალატეებმა, რომლებიც დღეს მილიონნახევრის ღირებულების საწვავზე რუსეთის "გაძლიერების" სცენარებს აგებენ: ამ ობიექტების ჯამური საბაზრო ღირებულება დაახლოებით 800 მლნ - 1,2 მლრდ აშშ დოლარად ფასდება. უშუალოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ (2009-2011 წ.წ. პერიოდში) რუსულ სტრუქტურებთან გაფორმებული ახალი გარიგებების ჯამურმა მოცულობამ (ხრამჰესი-1-ისა და ხრამჰესი-2-ის პრივატიზების ჩათვლით) დაახლოებით 100-150 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც სვანების მკვლელმა ბარამიძემ - ქართველებს საჯაროდ დასდო ბრალი სამხედრო დანაშაულის (War Crimes) ჩადენაში 1992-1993 წ.წ. და ამით დაადანაშაულა საქართველო: ჟენევის კონვენციისა (Grave Breaches of the Geneva Conventions) და რომის სტატუტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადამიანურობის წინააღმდეგ (Crimes Against Humanity) - რუსულ "წისქვილზე" საუბრებს ან ზოგადად როგორ ბედავენ, ან ნუთუ საერთოდ აზროვნებაგამოშიგნულია მათი ის "ბაბლი", რომელსაც ღმერთმა ის უკანასკნელიც წაართვა, რაც "ჰომო საპიენსებს" პრიმატებისგან განასხვავებენ? ამდენი იდიოტი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან ბევრია ასეთი მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის.
ბარამიძის მიზანმიმართული მორიგი ანტიქართული გამოხტომის შემდეგ, მე აღარ გამიკვირდება მორიგი ბრალდება, რომ საქართველომ იმის მაგივრად, რომ ხელი შეეწყო "სეპარატისტების პოპულაციის" შემცირებას - წლების განმავლობაში მათ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით ზრუნავს მათთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისების გაწევას. მე ამ კლასიკური გაგების და ლიბერალური ნაირსახეობის ფაშისტების მხრიდან აღარაფერი გამიკვირდება. კალკულატორების ისეთი ლომები, რომლებიც ენგურზე გადასულ ათობით 30-ტონიან (!) ბენზომზიდებს აფიქსირებენ (გვარამია), ხოლო სოჭიდან რუსებით გადაჭედილ 500-მგზავრიან (!) "იკარუსებზე" (?) სრულ სისულელეს (გოცირიძე) აჭმევენ თავის უტვინო მაყურებელს - ხვალ არ მოერიდებიან, ეს სამედიცინო დახმარებაც თავის ფაშისტურ კონვერტაციაში გადაიყვანონ.
დიახ, დე-ფაქტო აფხაზეთის რეჟიმის მოქალაქეებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას საქართველოს მთავრობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს. სამედიცინო დახმარება მიეწოდება სპეციალური „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის" (ასევე საყოველთაო ჯანდაცვის) ფარგლებში, რომელიც ხელმისაწვდომია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ყველა პირისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის ან ქართული დოკუმენტების არქონის შემთხვევაშიც. ასე რომ - გასკდით გულზე ფაშისტებო, ჯალათებო, მკვლელებო და მოღალატეებო.
მიუხედავად ანტიქართული ლიბერალური ფაშიზმის ჯერ კიდევ არსებობისა - პაციენტთა ნაკადი იქიდან წლების განმავლობაში სტაბილურია. სხვადასხვა შეფასებით, მიმართვების უმრავლესობა (65%-დან 80%-მდე) სწორედ აფხაზეთის მცხოვრებლებზე მოდის. საშუალოდ წელიწადში: თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში დახმარებას იღებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის 1 200-დან 1 800-ზე მეტი მცხოვრები. COVID-19-ის პერიოდში: ამ პროგრამის მომსახურებით ისარგებლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2 440-მა პაციენტმა, მათ შორის 860-ზე მეტმა პირმა მკურნალობა უშუალოდ კორონავირუსულ ინფექციაზე გაიარა.
პანდემიის შემდეგ, 2023 წელს: საქართველოს მთავრობის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიების დაახლოებით 1 500-მა მცხოვრებმა მიიღო უფასო მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. მსგავსი ინიციატივების გააქტიურებისა და რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება სულ ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. დახმარების ძირითადი მიმართულებებია:
ონკოლოგია (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, სიმსივნის ქირურგიული მოკვეთა); კარდიოქირურგია და ენდოვასკულარული ოპერაციები;
პედიატრია და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა (მრტ, კტ); რეანიმაციული მდგომარეობები და გადაუდებელი ტრავმატოლოგია.
ეხლა კი - გოცირიძის საყვარელი თემა:
დაფინანსება და გამოყოფილი თანხები.
გამოკვლევის, სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე ოპერაციული ჩარევის ყველა ხარჯი სრულად იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს საშუალოდ 4-დან 6 მილიონ ლარამდე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეთა მკურნალობის დაფინანსებაზე საქართველოს საბიუჯეტო ხარჯებმა 40-50 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ამ დახმარების გაწევის თავისებურებები: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის სამედიცინო დახმარება 100%-ით უფასოდ ხორციელდება, დაცულია კონფიდენციალურობა - იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ზეწოლას ახდენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სამკურნალოდ თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა თუ ბათუმში მიემგზავრებიან და პაციენტების პერსონალური მონაცემები მკაცრად არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და ღიად არ ქვეყნდება. აფხაზეთიდან პაციენტების უმრავლესობა ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდის რეგიონის კლინიკებში შედის (მათ შორის საზღვართან სპეციალურად აშენებულ რუხის მრავალპროფილურ საავადმყოფოში) ან თბილისის წამყვან სამედიცინო ცენტრებში იგზავნება.
ეს არის იმ ყველაფრის მინიმუმი, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რითი განსხვავდება ღალატი - ადამიანობისაგან, ქართველობა - უსამშობლოობისაგან, ჰუმანიზმი - ფაშიზმისაგან, პოლიტიკური ფსიქოპატია - ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციისაგან. დიახ, გენმოდიფიცირებული მოსახლეობის რაოდენობა ჯერ კიდევ დიდია - მაგრამ არა კრიტიკულად საშიში იმისთვის, რომ ნორმალურებს ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში გადარჩენის და განვითარების პერსპექტივები გვქონდეს, მათ შორის საქართველოს "უძღებ შვილებთან" ერთად..." - წერს ქართველიშვილი.
ავტორ(ებ)ი :