13.08.2026 20:44
საქართველოში გერმანიის საელჩო ახალდანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის პირველ კომენტარს ავრცელებს.
„არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება", - განაცხადა ფოსმა.
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის საელჩო აქვეყნებს ბარბარა ფოსის ბიოგრაფიულ მონაცემებსაც:
2023-2026 - გენერალური კონსული გერმანიის გენერალურ საკონსულოში კალკუტაში/ინდოეთი;
2019-2023 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2015-2019 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერლინში: საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ;
2012-2015 - გერმანიის საელჩო ისლამაბადში: ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
2009-2012 - გერმანიის საელჩო თელ-ავივში/ისრაელი: კონსული;
2006-2009 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: კადრების განყოფილება;
2005-2006 - მომზადება საგარეო უწყების მაღალი რგოლის თანამდებობისთვის;
1996-2005 - გერმანიის საელჩოები ლაგოსში/ნიგერია და დარ-ეს-სალამში/ტანზანია ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობა გაერო-ში, ნიუ იორკში/აშშ;
1992-1996 - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბონში: პოლონეთთან, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტი;
1986-1992 - სწავლა ფედერაციის უნივერსიტეტში საგარეო ურთიერთობების მიმართულებით.
ბარბარა ფოსმა ელჩის თანამდებობაზე შეცვალა პეტერ ფიშერი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 30 ივნისს ამოეწურა.
ავტორ(ებ)ი :