დავით მათიკაშვილი – შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ეს არის ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა 13.08.2026 15:34

ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე ოპოზიციის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

კერძოდ, მათიკაშვილს ჰკითხეს, - „საუბარი იყო, თითქოს საწვავი რუსეთისთვის იყო განკუთვნილი. როგორ პასუხობთ ამ სპეკულაციებს?" - რაზეც მათიკაშვილმა აღნიშნა:

 

„ეს არის იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელება, რომელიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების" სამშვიდობო, შემრიგებლური პოლიტიკისთვის პრობლემების შექმნას, რაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით აქვს ჩვენს ხელისუფლებას, იგივე აფხაზეთთან დაკავშირებით. ურთიერთობების ნორმალიზება და აღდგენა სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ, თუკი არ მოხდება ბიზნესთან მიმართებით ურთიერთდამოკიდებულების შეცვლა, იქ გარკვეული პროდუქციის შეტანა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. საერთოდ რაზეა საუბარი, სადღაც 3-4 ტონა ბენზინზე და სპეკულაციურად, უსირცხვილოდ საუბრობენ, თითქოს ამით რუსული სამხედრო მანქანა მარაგდება. იმდენად არაადეკვატურია ეს გამონათქვამი, თვითონ თუ სჯერათ, არ ვიცი. ცხადზე ცხადია და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს: ეს არის ჩვენი, ქართველებისა და აფხაზების შერიგების არდაშვება, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის იგნორირება და ჩიხში შეყვანა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „აფხაზეთში საწვავი ჩვენ არ შეგვიტანია, შეიტანა ბიზნესმა. თუ შეგვიძლია, აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ „ოკუპაციის შესახებ კანონის" ჩარჩოებში".

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ