ირაკლი კობახიძე – ოკუპაციის კანონის დამრღვევი დეპუტატები შემოიყვანეს „ნაცმოძრაობამ“ და უსუფაშვილმა 2016 წელს, არავის არაფერი გაუგია, 2020-ში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე „თბილისო“ შესრულდა ნახევრად რუსულად, ყალბია რუსოფობია უცხოურ აგენტურაშიც კი 12.08.2026 17:11

2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ასამბლეის სესია და აქ იყო, თუ არ ვცდები, ექვსი რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო „ფეესბეს" ყოფილი ხელმძღვანელი და ამ ექვსი კაციდან ორს თუ სამს ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, მაგრამ მაშინ არ იყო „დიფ სთეითის" ინტერესი, მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა" ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე და არავის გაუგია, ისე მოხდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინ პარტიულ ტელევიზიებს ამაზე ერთი სიუჟეტიც კი არ მოუმზადებიათ.

 

„2019 წელსაც იყო „დიფ სთეითის" კოორდინაცია, რასაც მოჰყვა რეალურად შემდეგ საზოგადოების აღელვება. მაშინ თან უცხოელი აგენტები ჩვენ გვყავდა გუნდის შიგნითაც, პარლამენტში გვყავდა დაახლოებით 15 უცხოელი აგენტი, რომელიც შემდეგ გუნდიდან გავიდა და მთავრობაშიც გვყავდა მაღალ დონეზე უცხოელი აგენტები, რისგანაც გუნდი უკვე ბოლომდე გათავისუფლდა 2021 წლის შემდეგ. 2021 წლამდე გვქონდა ასეთი ვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ იყო უამრავი გამოწვევა და უამრავი პრობლემა. სხვა მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როცა არ იყო „დიფ სთეითის" მხრიდან ასეთი ინტერესი და ასეთი კოორდინაცია - 2016 წელს საქართველოში გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია და აქ იყო, თუ არ ვცდები, ექვსი რუსი დეპუტატი ჩამოსული, საიდანაც ერთ-ერთი იყო „ფეესბეს" ყოფილი ხელმძღვანელი და ამ ექვსი კაციდან ორს თუ სამს ჰქონდა დარღვეული „ოკუპაციის შესახებ კანონი", მაგრამ მაშინ შეთანხმდნენ უსუფაშვილი და „ნაცმოძრაობა" ფორმატზე, მათ შორის სტუმრების სიაზე. მაშინ არ ჰქონდა „დიფ სთეითს" ინტერესი, ხელოვნურად აეღელვებინა ქართული საზოგადოება და არავის გაუგია, ისე მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარტიულ ტელევიზიებს არც რუსულ სიმღერებზე ჰქონიათ რეაგირება და არც კულტურის მოღვაწეების რუსეთში ვიზიტებზე.

 

„2019 წელს ხომ მოჰყვა აღშფოთება იმას, რომ მაგალითად რუსულ ენაზე გაისმა საუბარი პარლამენტის კედლებში, 2020 წელს, თქვენს პარტიას ჰქონდა წინასაარჩევნო ღონისძიება, სადაც „თბილისო" შესრულდა ნახევრად რუსულად. თუ ასეთი მგზნებარე დამოკიდებულება არსებობს თუნდაც თქვენს ტელევიზიებში, აქტივში, ერთი კაცი ხომ წამოხტებოდა იქ. სამი წუთი გრძელდებოდა ნახევრად რუსულ ენაზე შესრულებული „თბილისო" თქვენი პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე. რატომ ერთი კაცი არ გამოვიდა? იქ ხომ იყო დაახლოებით 5 000 კაცი შეკრებილი? რეაქციაც არ გქონიათ. იმიტომ, რომ ყალბია, რუსოფობია თქვენს შორისაც კი, უცხოურ აგენტურაშიც კი ყალბია, არათუ ქართულ საზოგადოებაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ