905 წელი დიდგორის ბრძოლიდან 12.08.2026 08:57

დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თარიღი - დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი შესრულდა.

 

1121 წლის 12 აგვისტოს გამართულმა ბრძოლამ, რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიითა და ქართველი მეომრების თავდადებით წარიმართა, ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

 

შუა საუკუნეების ქართულმა ისტორიოგრაფიამ ეს დღე "ძლევაი საკვირველის" სახელით შემოინახა.

 

დიდგორის ბრძოლა დღესაც თითოეული ქართველისთვის ერთიანობის, თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის მთავარ სიმბოლოდ რჩება.

 

სახალხო დღესასწაული - დიდგორობა, საქართველოში ყოველწლიურად ტრადიციულად აღინიშნება.

 


 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული "დიდგორობა 2026" გაიმართება.

 

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

"დიდგორობა 2026-ის" ფარგლებში სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ