მამუკა მდინარაძე – გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა 11.08.2026 16:13

ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი ბარამიძემ ომის დანაშაული ქართველ სამხედროებს დააბრალა.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბარამიძემ ისევე დააბრალა ქართულ მხარეს ომის დანაშაული, როგორც რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვეში რეზოლუაციაზე ხელმოწერისას.

 

„ბარამიძემ თქვა, რომ ქართული მხარე ტყვეებს ხვრეტდაო. მისი საქციელების, ნამოქმედარის და ნათქვამის „გამპრავებელი", უკაცრავად აქაც ჟარგონისთვის, ჟურნალისტები ისეთი მდგომარეობაში ჩააყენს, რომ ისინი ამბობდნენ: აი, დახვრეტაში გულისხმობდა იმას, რომ ესროდნენო. დახვრეტა და ბრძოლა არის სხვადასხვა. ამ „გაპრავებამდე" მივიდა ჟურნალისტიც კი, რომ სამხედრო დანაშაულის დამბრალებელი ბარამიძე დაეცვა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ