ირაკლი კობახიძე – სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით ეს სტატისტიკა საშუალოდ სამჯერ არის შემცირებული 06.08.2026 17:24

საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის ბევრი სამარცხვინო სპეკულაცია, მათ შორის კონკრეტულად მკვლელობასთან დაკავშირებით.

 

„ისეთ სურათს წარმოაჩენდნენ, მათ შორის, ე.წ. ჟურნალისტები, ე.წ. NGO-ები თუ პარტაქტივი, რომ თითქოს მკვლელობების კუთხით არის გაუარესებული ვითარება. ამ დროს სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ მკვლელობა არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც სტატისტიკაში მანიპულირება არის სრულიად შეუძლებელი. სტატისტიკა აჩვენებს რას, რომ ბოლო რამდენიმე წელი რომ ავიღოთ, 2020 წლის შემდეგ პერიოდი, ყოველწლიურად ფიქსირდება შემცირება. მკვლელობების სტატისტიკის შემცირება ფიქსირდება ყოველწლიურად, წლიდან წლამდე ყოველ წელს მცირდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში მკვლელობის სტატისტიკა. რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები, რასაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საბოტაჟის სახით ეს ადამიანები აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ