06.08.2026 14:55
გიორგი ბარამიძის განცხადება მძიმე და მიუღებელია, ამ სახის განცხადებებით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, რადგან ეს პირდაპირ სახელმწიფოს დადანაშაულებაა საკუთარი ჯარისკაცების ომში ჩადენილ მძიმე დანაშაულებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილის თქმით, „სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა".
„მიუღებელია და სპეკულაციაა. ამ თემით თამაში იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც თავის დროზე დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მან საკუთარი ჯარისკაცები დაიცვას, პირიქით, ვხედავთ, ქართველი ჯარისკაცების იმიჯის შელახვა როგორ ხელაღებით ხდება. ეს მხოლოდ იმიჯის შელახვა არ არის, ეს არის კონკრეტულ დანაშაულებში საკუთარი ჯარისკაცების დადანაშაულება. ეს არ არის კონკრეტული პოლიტიკოსის დილის თუ საღამოს განცხადება და ამით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ. სულ ცოტა, ეს ამორალური განცხადებაა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :