გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობაში“ ამბიციებს ვერ იყოფენ და ევროკავშირის ელჩი ამ ხალხზე გვეუბნება, თურმე პროდასავლური პარტიები არიან 04.08.2026 21:50

 

ნაცმოძრაობაში" მიმდინარე პროცესები ცრუპენტელობას აჩვენებს", - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებებს და არარსებულ ძალაუფლებას ვერ ინაწილებენ.

„ბოკუჩავამ არალეგიტიმურობა ახლა რომ დაინახა, ის ლეგიტიმური იყო, სააკაშვილი „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარეს დილით რომ გამოეცხადა, უთხრა, გადადექიო და გადაყენეს? აბა, თავის ამომრჩეველს ეს აუხსნას, ეს ლეგიტიმური იყო? - საერთოდ არ მაინტერესებს, ლობიანების მცხობელი იქნება თავმჯდომარე თუ სანთლის ხელში დამჭერი ბოკუჩავა. სწორი ლეგიტიმაცია იყო, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საპყრობილეში მყოფმა თავმჯდომარეს გადადგომა მოსთხოვა და ისიც დაეთანხმა? - ამბიციებს ვერ იყოფენ და ევროკავშირის ელჩი ამ ხალხზე გვეუბნება, რომ თურმე პროდასავლური პარტიები არიან და რომ მოვლენ, კოალიციურ მთავრობას შექმნიანო", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ