02.08.2026 14:30
სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის, აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში.
„გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ არის გარკვეული მექანიზმები დადგენილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია. იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითად არ არის საფუძვლიანად ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე გათვალისწინებულია მესამე სემესტრიდან დაფინანსების შემცირება, რასაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის მოტივაციის გაზრდა სტუდენტებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :