30.07.2026 23:44
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან შეხვედრა გამართა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მისივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.
ავტორ(ებ)ი :