გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა 27.07.2026 18:35

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა" ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, არ შეიძლება ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული სანქციების გვერდის ავლის თემასთან დაკავშირებით.

„იყო საუბარი რუსულ გემზე, რომელმაც ნავთობი შემოიტანა გადასამუშავებლად და დიდი ამბავი ატყდა ამაზე. შემდეგ გაირკვა, რომ ეს გემი დასანქცირებული არაა. მოიარა ევროპული პორტები, შემოვიდა ჩვენთან. „ყულევის" ადვოკატი არა ვარ, მაგრამ სახელმწიფოს პოზიციას ვიცავ და სწორად ვიცავ. არ შეიძლება პატარა ქვეყანას დააბრალო ისეთი რამ, რამაც შეიძლება განაპირობოს მისი ყოფნა-არყოფნა. ეკონომიკური დივერსია მოახდინო ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც არათუ არაფერს აშავებს, არამედ ზედმიწევნით იცავს ყველანაირ პირობას, რომელიც გვაქვს მიცემული სანქციების გვერდის ავლის თემასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, 6 თვეში, როდესაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - დასანქცირდება თუ არა „ყულევი", დაადგენენ სიმართლეს, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერც იმ დოკუმენტს დამალავ და ვერც გემს, რომელიც პორტში შემოდის. თანამედროვე ტექნიკა და ინფორმაციის სისტემები არ ითვალისწინებს სურვილიც რომ გქონდეს რაიმეს გადამალვის შესაძლებლობას. რევიზია, რომელიც ტარდება, დაადგენს იმას, რომ არანაირი დანაშაული ამ შემთხვევაში პორტს და რასაკვირველია, სახელმწიფოს, არასდროს მიუძღოდა და დღესაც არ მიუძღვის საერთაშორისო ვალდებულებების წინაშე", - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ