ნიკა გვარამია – ნიშანდობლივი რამ უთქვამს გიორგი ქართველიშვილს, თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო, გააგებინეთ, ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან 27.07.2026 15:03

ეგ საბრალო ბრიყვი რასაც „აანონსებს", მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობისა და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

 

გვარამია ეხმაურება გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე" გაკეთებულ განცხადებას.

 

„წავიკითხე იმ გონებაჩლუნგი ბიჭის ბოდიალი. ნიშანდობლივი რამე უთქვამს: თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო.

 

პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ „რაზგონით", როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.

 

რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს", მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით. და ეგ მორევაზე არსად და არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. არც კუნთები შველის, არც ხელისუფლების მხარდაჭერა, არც ტრადიციებსა და წინაპრებს ამოფარება: ასეთია ძალადობის სპირალის შეუბრალებელი დიალექტიკა.

 

რაღაც დროს, კიდევ უფრო თავზეხელაღებული, ვინმე „კაი გოგოს ძმა" ან „კაი ბიჭის შვილი" 90-იან წლებში გავრცელებულ უბნელეს ფორმულას გაიხსენებს: „სპიცა ღვიძლში".

 

ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ: ყველა მიწაში წევს, ვინც ეგ ბოლოს სცადა. არც წინაპრების ტრადიციების მთავარი ფუნდამენტის, ბიბლიის ცოდნა გეტყობათ: „ყველანი, ვინც აიღებენ მახვილს, მახვილითვე დაიღუპებიან".

 

ასე რომ, წადი ბიჭო სახლში, მოფსი და დაიძინე", - წერს ნიკა გვარამია.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ