არჩილ გორდულაძე – 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს დაუჯერეს, შეუძლიათ, ისევ დაუჯერონ, დანაშაული აღიარონ, პროკურატურის გაცხადებული პოზიცია, საპროცესო შეთანხმება მიიღონ 27.07.2026 14:59

4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძეს და სხვა ორგანიზატორებს დაუჯერეს, ახლა შეუძლიათ, ისევ დაუჯერონ, ჩადენილი დანაშაული აღიარონ, მოინანიონ და გენერალური პროკურატურის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი საპროცესო შეთანხმებას მიიღებენ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა იყო.

 

„პაატა ბურჭულაძე მსჯავრდებულია უმძიმესს სისხლისსამართლებრივ დანაშაულში. ახლა მისი განცხადებები გაკეთებულია საკუთარი თავის თუ მის მიერვე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. 4 ოქტომბერს მცდელობა იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად საქართველომ თავიდან აიცილა მორიგი რევოლუცია და გარე პატრონების მიერ ორგანიზებული გარე მმართველობის მცდელობა", - განაცხადა გორდულაძემ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ