ლევან მაჭავარიანი – ვეთანხმები არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ასევე ვეთანხმები სააკაშვილს, რომ 24.07.2026 16:36

ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილს ვეთანხმები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს „გრანტიჭამიები" უწოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

ლევან მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ეთანხმება იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის.

„ორივე მართალია - ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „გრანტიჭამიები" არიან და რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მდიდარი „ენჯეოები" სიცრუეს ავრცელებენ, რადგან სითავხედეა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური დევნილია. დანარჩენს, რასაც ავრცელებენ, 99% მსგავსი სითავხედეა, თუმცა სააკაშვილი რომ პოლიტიკური პატიმარი არ არის, ეს ყველამ იცის, სააკაშვილის მომხრეების თამადობით. ალბათ ფიქრობენ, ასეთი სითავხედეც აღარ გაავრცელონ ხოლმე და უფრო დამაჯერებელი იყვნენ, მაგრამ მათ განცხადებებიდან მხოლოდ სააკაშვილის ამოღება არ მიეხმარება იმაში, რომ დანარჩენი ნაწილი საზოგადოებამ დაიჯეროს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 22 ივლისს სოციალურ ქსელში დაწერა: „სრულიად სამარცხვინოდ, „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ", ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ".

23 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოსწყდა ხალხს და ამიტომ ნულოვანი მოჭიდება აქვთ ხალხში. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არასამთავრობოთა შევიწროების და აკრძალვის, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ მთლიანობაში საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო".

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ