21.07.2026 20:47
სინგაპურში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სინგაპურში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, სინგაპურსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ.
„სინგაპურში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის ქვეყანა, რომელსაც ბევრი აქვს საერთო საქართველოსთან, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით და დამთავრებული ლოგისტიკური ცენტრის გამოცდილებით. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილების მიღება შეგვიძლია სინგაპურისგან როგორც ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით, ასევე ლოგისტიკური ჰაბის განვითარების კუთხით. დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სინგაპურის და, ამ შემთხვევაში, საქართველოს მნიშვნელობაც არის გაზრდილი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაღალი დონის შეხვედრები დაგვეხმარება, რომ ჩვენი ურთიერთობები რეგიონთან კიდევ უფრო განვავითაროთ. სინგაპურში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. ასევე გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა და ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ქვეყანასთან თუ რეგიონთან ურთიერთობის კუთხით", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :