ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს 20.07.2026 22:19

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.

 

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

 

ინფორმაციის მიხედვით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გაიმართება.

 

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ