როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით''- შალვა პაპუაშვილი 13.07.2026 16:04

 

როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით.

„როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, ახლახან გახლდით კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეკრებაზე, სადაც ვისაუბრეთ ბევრ რამეზე. მათ შორის, ევროპულ ინტეგრაციაზე, ვინ სად იმყოფება. აბა თქვენ იმათი კრიტიკა მოისმინეთ, რა დღეში ჰყავთ პოლიტიკურად მოტივირებული წინაპირობების დასახელებით, როდესაც მაგალითად ახლა სერბეთს ე.წ. მესამე კლასტერი მოლაპარაკებების არ გაუხსნეს იმის გამო, რომ ბალტიის ქვეყნები ითხოვენ სერბეთმა სანქცია დაუწესოს რუსეთს. ეს იმათ გასაგონად, რომ ამბობენ თითქოს ბრიუსელი ჩვენგან არ ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

კიდევ ერთხელ, სანამ ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ დავუწესებთ რუსეთს, არავინ არც კი იფიქროს, რომ ვინმე ჩვენ ბრიუსელიდან მოლაპარაკებას გაგვიხსნის. მეორე, ჩრდილოეთ მაკედონია უკვე 16 წელია თუ 15 წელია არის კანდიდატი ქვეყანა და მოლაპარაკება დღემდე არ აქვს გახსნილი. ადამიანები გაკვირვებულები არიან, საკუთარი ქვეყნის სახელწოდებაც კი შეაცვლევინეს, ჩრდილოეთ მაკედონია დაარქმევინეს და პირობა მისცეს გაგიხსნითო რამდენიმე წლის წინ და ეს პირობაც დაურღვიეს. დღეს კიდევ კონსტიტუციების შეცვლას სთხოვენ და ვეღარ გაუგიათ უკვე თვითონ რა პირობებია.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ჩვენზე ადრე მისცეს კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებებს არ უხსნიან დღემდე. უკრაინას რა პირობებს უყენებენ, რომ საკუთარი ისტორიის გადახედვის გარეშე ნაბიჯს არ გადაადგმევინებენ, ესეც ხომ ფაქტია. თავად უკრაინის ხელისუფლების რეაქციაც ნახეთ ამაზე, რომ ეუბნებიან, თქვენ ისტორია უნდა დაინახოთ არა როგორც თქვენ თვითონ, არამედ ჩვენ რომ გეტყვით თქვენ ისტორია როგორ განსაჯოთ, აი ისე უნდა განსაჯოთ თქვენი საკუთარი ისტორია. ასე რომ, ეს ძალიან სამწუხარო პროცესია დღეს რაც ამ გაფართოების მხრივ მიმდინარეობს. ფაქტობრივად, მე ეჭვი მაქვს, რომ ევროკავშირი გარკვეულწილად ამ გაფართოების დაპირებისგან, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეორე დღეს გასცა, ამ დაპირებიდან გასვლას ცდილობს. მიზეზ-მიზეზ იქეთ შედავებას ცდილობს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ