08.07.2026 10:31
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის მზარდ ურთიერთობებზე. ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ ნაყოფიერ საპრეზიდენტო ვიზიტებზე.
შალვა პაპუაშვილმა სერბულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის.
ავტორ(ებ)ი :