07.07.2026 15:41
ვფიქრობ, საზოგადოებაც ამჩნევს, რომ, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, სიძულვილის ენამ იკლო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპულობა არ არის ლანძღვა-გინება, რაც ბოლო პერიოდში სწორედ ასე იყო აღქმული.
„ჩვენ გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომელთაც არაფერი გამოასწორებთ, მათი ნირია ასეთი - უნდა იძალადონ ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ, ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ, რომ ქვეყანა არიონ. რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ. სამწუხაროდ, ამას მიაღწიეს საქართველოში ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენლებმა, რომ ლანღვა-გინება და უხამსობა გაიგივებულია ევროპულობასთან. ვფიქრობ, ეს აყოლილი ადამიანები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :