07.07.2026 15:39
მგონი, „ნაციონალური მოძრაობა" დაასწრებს საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს და საკუთარ თავს თვითონვე გააუქმებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი შეფასებით, კომიკურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" აპლიკაციებით აანონსებს ხელისუფლების ხელში აღებას.
„ვხედავთ, რომ კარგი პროცესია ზოგადად. ჩვენ ვაკვირდებით, რამდენიმე დღის წინ თუნდაც, აპლიკაციის პრეზენტაცია რომ ჰქონდათ. აპლიკაციით რომ უნდათ ხელისუფლების ხელში აღება, ეს კიდევ ცალკე კომიკური სიტუაციაა. შეიკრიბნენ 20 კვადრატულ ოთახში და აპლიკაციებით აანონსებენ ხელისუფლების ხელში აღებას. არასერიოზული ხალხია. ეს არის ყველა იმ ადამიანის გზა, რომელიც არა საკუთარ ხალხს, არამედ სხვის ნაამბობს და ნათქვამს უსმენს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :