Warning: Undefined array key 0 in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105

Warning: Trying to access array offset on value of type null in /home/geotimesge/domains/geotimes.ge/public_html/moduls/news.php on line 105
Geotimes - სიახლეები
კვირა, 25 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ობიექტი შექმნა და გადასცა სახელმწიფოს, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას 02.06.2026 16:46

ბიძინა ივანიშვილმა არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ციცინათელას" მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, ამგვარი ქმედებებით ოპოზიცია, საზოგადოების თვალში დისკრედიტაციის გარდა, ვერაფერს აღწევს.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია", - აღნიშნა პრემიერმა.

„სთარინგ ჯორჯიის" ინფორმაციით, საქართველოში, კერძოდ კი, შეკვეთილში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია" გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ