ზედიზედ მეშვიდედ – საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

228
spot_img

საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის გამარჯვებულია. პარიზში გამართულ ფინალში „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის გუნდი 36-10 დაამარცხეს და  ტურნირი ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მეთექვსმეტედ მოიგეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 12-3, ზუსტად შესრულებელი ჯარიმებით მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა. თითო ლელო დადეს ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი შეასრულა. ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული გარდასახვებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. მეტოქემ ერთადერთი ლელოს დადება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა.