ვისაც არ ეზარება, ყველა გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – ვლადიმერ ბოჟაძე

25
spot_img

ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო”, მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს და საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 2012 წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული.

“ვისაც არ ეზარება ყველა თითს გვიქნევს, გვემუქრება, გვაშანტაჟებს, მაგრამ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ვაგრძელებთ განვითარებას, შედეგებიც სახეზეა – საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესოთა შორის დასახელდა.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსს ,,ატლანტიკური საბჭო”, მსოფლიო ბანკის, გაეროს, ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და სხვა საერთაშორისო კვლევების მიხედვით ადგენს.
164 ქვეყანა 4 კატეგორიად იყოფა: მაღალი თავისუფლება, ზომიერი თავისუფლება, თავისუფლების დაბალი დონე და თავისუფლების უდაბლესი დონე. 2012 წლის შემდეგ შეფასება 6.68 პუნქტით გავაუმჯობესეთ და 73.38%-ით 50-ე ადგილზე ვართ.

საქართველო კეთილდღეობის ინდექსში 2012 წლის შემდეგ 17 ადგილით არის დაწინაურებული, კეთილდღეობის შეფასება 6.36 პუნქტით გაუმჯობესდა და 74.99%-ით 46-ე ადგილზე ვართ.” – წერს ბოჟაძე.