უცხოური დაფინანსებით პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები როდესაც დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის საარჩევნო აგიტაციის პირდაპირი დაფინანსება -პრემიერი

16
spot_img

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის საარჩევნო აგიტაციის პირდაპირი დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი ქალების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა დამფინანსებელი, არსებული ინფორმაციით, არის NDI, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი. როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის საარჩევნო აგიტაციის პირდაპირი დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.