USAID ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ახალგაზრდების ჩართულობას უწყობს ხელს

170
spot_img

ქართველი ახალგაზრდები უმთავრეს როლს ასრულებენ ევროკავშირში სრულად ინტეგრირებული  წარმატებული და უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლობები ახალგაზრდებს  საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რათა ახალგაზრდებმა საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის (როგორიც არის ელექტრო-ენერგიის მიწოდება) დაცვა შეძლონ და გახდნენ კონკურენტუნარიანი მაღალ-ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მოსაპოვებლად.

25 ივნისს, USAID-მა კიბერუსაფრთხოების ახალგაზრდულ ჰაკათონს გაუწია ორგანიზება, რათა ენერგეტიკის სექტორში თუ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სხვა კრიტიკულ სფეროში ახალგაზრდების სტაჟირებებს და დასაქმებას შეუწყოს ხელი.

ჰაკათონმა ახალგაზრდებსა და ქალებს კიბერუსაფრთხოების, მათი ცოდნის შემოწმებისა გზით, პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა მისცა. რეალურ მაგალითებზე დაფუძნებული სიმულაციების მეშვეობით მოხდა იმ უნარების გააქტიურება, რომელებიც მომავალ პროფესიონალებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე მოსალოდნელი მზარდი საფრთხეების აღმოსაფხვრელად გამოადგებათ.

„USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან რათა თანამედროვე, სანდო და განახლებად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში მოახდინოს ინვესტირება – თუმცა მოცემულ აქტივებს კიბერ-საფრთხეების წინაშე დაცვა დაჭირდებათ“,- აღნიშნა მიქაელ ბეიკერმა, USAID-ის ციფრული განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების უფროსმა მრჩეველმა.

 

„როგორც USAID-ის პარტნიორობები ქმნიან თანამედროვე, შიდა განახლებადი ენერგიის მიწოდებას, მათი მეშვეობით ასევე ხდება ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება, რათა მათ საკუთარი ინფრასტრუქტურის დაცვა შეძლონ. ამ შესაძლებლობების დამატებით სარგებელს ასევე წარმოადგენს ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის საინტერესო, მაღალ-მოთხოვნადი და მაღალ-ანაზღაურებადი კარიერული განვითარება.“

გლობალური ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყოველდღიურ ეკონომიკურ საქმიანობებზე. USAID-ის აქტივობები, რომელთა მეშვეობით ახალგაზრდები ციფრულ ტექნოლოგიებში ცოდნას იძენენ, უმნიშვნელოვანესია, რათა საქართველოს მოსახლეობამ სრულად მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სარგებელი.

ჰაკათონის დასასრულს, USAID-მა დაჯილდოების ცერემონია გამართა, სადაც სამ წარჩინებულ მონაწილეს USAID-ის დაფინანსებით, კიბერუსაფრთხოების საფუძვლებში, ISACA-ს სერტიფიცირებული  საერთაშორისო სასწავლო კურსი გადაეცათ.

 

ISACA წარმოადგენს დამოუკიდებელ, არაკომერციულ საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც ჩართულია მსოფლიო მასშტაბით აღიარებული საინფორმაციო უსაფრთხოების, ტექნოლოგიური ცოდნისა და პრაქტიკის შემუშავებაში, დანერგვასა და გავრცელებაში.