,,ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ერის ინტერესებს შეესაბამება”-  მარია ზახაროვა  

18
spot_img

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ერის ინტერესებს შეესაბამება და რუსეთი მზად არის, ამ გზით იაროს.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვთვლით, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] შეესაბამება ჩვენი ორი ერის ინტერესებს… მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება რუსულ-ქართულ ნორმალიზებას. ამ კონტექსტში, მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. მზად ვართ ამ გზით ვიაროთ”, – განაცხადა ზახაროვამ.