უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეფერხება დიდ მსხვერპლს გამოიწვევს.
მისივე თქმით, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ან ნებისმიერი სხვა იარაღი, რომელიც ქვეყანას ნამდვილად სჭირდება, საშუალებას მისცემს უკრაინელ დამცველებს უფრო სწრაფად იმოძრაონ და გადაარჩინონ კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე.
„მეორე მხრივ კი, ჩვენ მოგვაწოდეს იარაღი, რომელიც ძალიან გვეხმარება და ამას ვაფასებთ. რა თქმა უნდა, იარაღის გადაცემის შეფერხება გამოიწვევს მეტი ადამიანის დაკარგვას“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ზოგიერთი მოკავშირე აჭიანურებს უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხს.