უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ფორმატის შეთანხმება ევროკავშირისკენ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია-ურსულა ფონ დერ ლაიენი

18
spot_img

ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატის შეთანხმებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ევროკავშირისკენ გზაზე ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი. ევროკომისია ყოველ ეტაპზე თქვენ გვერდით იდგება“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობა ავრცელებს.

უნგრეთმა, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და ინიციატივას ბლოკავდა, თანხმობა განაცხადა.

მომდევნო ეტაპია – სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

ევროკომისიაში 7 ივნისს დაადასტურეს, რომ უკრაინისა და მოლდოვის მიმართ ევროინტეგრაციის რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი ზეპირი შეფასება გასცეს.