რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 630 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 1 270 ოკუპანტი, 1 თვითმფრინავი, 11 ტანკი და 73 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 8 653 ტანკს, 16 955 ჯავშანტექნიკას, 18 009 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 369 საბრძოლო თვითმფრინავს და 328 ვერტმფრენს, 24 481 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 28 გემს/ნავს, 15 033 უპილოტო საფრენ აპარატს, 3 061 ერთეულ სპეცტექნიკას და 2 591 ფრთოსან რაკეტას.