უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

51
spot_img

უკრაინაში, ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე მიმდინარე შეტაკებებში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი თენგიზ ჭანია, იგივე “ჭანო”.ჭანია ამ მიმართულებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ‘აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა, ის სხვა თანამებრძოლებთან ერთად იერიშში მონაწილეობდა. მეგობრების თქმით, მტრის მიერ დაკავებულ პოზიციებზე შტურმის დაწყებისთანავე “ჭანო” ოკუპანტთა სანგარში ჩახტა, მყისიერი ცეცხლით გაანეიტრალა ოთხი ოკუპანტი, პოზიციები დაიკავა ,თუმცა რამდენიმე წუთში ოკუპანტთა შვეულმფრენის მიერ გაშვებული “ნურსის რეაქტიული” რაკეტები მათთან ახლოს აფეთქდა, რომელიც რუსებმა უკვე დაკარგული პოზიციის მიმართულებით გაისროლეს.ადგილზე მიმდინარე გამალებული შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება თენგო ჭანიას ცხედრის გამოტანა ბრძოლის ველიდან – მისი მეგობრები და თანამებრძოლები ყველაფერს აკეთებენ, ცხედრის გადმოსასვენებლად.48 წლის თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან იყო. მისი ოჯახი განმუხურში ცხოვრობს – ინფორმაციას სოციალიალურ ქსელში თეიმურაზ ბასილაია ავრცელებს