
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინას შეუძლია, დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.
ამის შესახებ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის პირველ სხდომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„შეგიძლიათ, დაივიწყოთ ამის შესახებ. სავარაუდოდ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა შევქმნათ საუკეთესო გარიგება ორივე მხარისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.