უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია, თუმცა ამისათვის მეტი იარაღი სჭირდება-უკრაინის თავდაცვის მინისტრი

22
spot_img

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-თან საუბარში აღნიშნა, რომ მის ქვეყანას რუსეთის დამარცხება შეუძლია, თუმცა ამისათვის მეტი იარაღი სჭირდება.

„ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია. გვაქვს გეგმა. ჩვენ საჯაროდ ვამბობთ, რომ მეტი იარაღი გვჭირდება. ხოლო იარაღის გადაცემის და შემდეგ მისი რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების გამო წარმოქმნილი ყოყმანი დროის დაკარგვაა, როცა დროს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მან.

როგორც უმეროვმა აღნიშნა, ახლა უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების ნებართვას ახლო დისტანციაზე განლაგებულ რუსულ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის გამოიყენებს.