თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება -ჯიმ ო’ბრაიენი

21
spot_img

თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება მიეცემა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრიორიტეტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და მათი „გადაუდებელი საჭიროების ადგილებში“ თავმოყრა იყო.

„თავდაპირველად ეს იყო ტერიტორია, სადაც რუსეთი შეტევას ხარკოვის მახლობლად ახორციელებდა. ახლა კი, როგორც ჯეიკ სალივანმა გასულ კვირას განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, უკრაინას უფლება მიეცემა სამიზნეებს უფრო შორ დისტანციებზე მიაღწიოს“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ საზღვრებთან არსებული რუსული ობიექტების განადგურების გამო რუსეთი წინსვლის უნარს კარგავს.